ბსუ ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს

28 ივლისი 2022, 11:33 1708 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე,  სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობას გეგმავს. პროექტის შესაძენად ბსუ-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა.   

უმაღლესი სასწავლებლის  ახალი შენობა გათვალისწინებულია სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსისთვის,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტებს.   

შენობები მოემსახურება ჯამში 1500-სტუდენტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში