ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების მატებას უკავშირდება.
ორგანიზაციის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათას 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევა.