რეჟისორი ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქანთარია თეატრს 1 აგვისტოდან უხელმძღვანელებს. ის "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტში.
წარსულში მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
ბათუმის დრამატულ თეატრს 8 წლის განმავლობაში ანდრო ენუქიძე ხელმძღვანელობდა.