ლიფსიტების საწარმო . ონლაინ კურსი ფერმერებისთვის

27 მაისი 2020, 17:28 1391 ნახვა

ლიფსიტების საწარმო . ონლაინ კურსი ფერმერებისთვის

#კონტაქტი

დღევანდელი , 27 მაისის "კონტაქტის" პირველი ნაწილი მეთევზეობას დაეთმო. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში გახსნილ სადემონსტრაციო სალიფსიტე საწარმოზე ვისაუბრეთ. გადაცემის სტუმარი იყო ამ იდეის ავტორი და განმახორციელებელი -ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე

გადაცემის მეორე ნაწილი კი დაეთმო პროექტს -ქედა კორონავირუსის წინააღმდეგ, რომლის განხორციელების აუცილებლობა ახალმა რეალობამ და ახალმა გამოწვევებმა მოიტანა. პროექტი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია,

კონკურსი ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა გამოაცხადა. პროექტის „ქედა კორონავირუსის წინააღმდეგ“ მენეჯერი ჰამლეტ სანიკიძე გვერთვებოდა ქედიდან პირდაპირ ეთერში.