„ღია მეცნიერების“ სტრატეგია

21 თებერვალი 2020, 17:08 18381 ნახვა

„ღია მეცნიერების“ სტრატეგია

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტში“ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების პარალელურად იმ გამორჩეული ადგილების შესახებ ვსაუბრობთ , რითაც ჩვენი რეგიონი მიმზიდევლია როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
აჭარის უნიკალური ბუნება და კლიმატი ეკო-ტურიზმის უკეთესად განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ეკოსისტემები, შესაძლოა „იუნესკოს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალში აღმოჩნდეს.

"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო ლანდშაფტების ეკოლოგი, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უვადო მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე. გასული წლის ბოლოს ის იყო ერთ-ერთი მსოფლიოს 6 ქვეყნის 6 მეცნიერს შორის , ვინც UNESCO-მ „ღია მეცნიერების“ სტრატეგიის შესამუშავებლად მიიწვია.