„ერთი ხეობის ფოლკლორი-ჭვანა“

31 ოქტომბერი 2019, 18:42 449 ნახვა

„ერთი ხეობის ფოლკლორი-ჭვანა“

#კონტაქტი
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „ერთი ხეობის ფოლკლორი-ჭვანა“ . პროექტი რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებს და მიზანი შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი , ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ნიმუშების წარმოჩენა-პოპულარიზაციაა. პროექტის პრეზენტაცია "გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში მოხდება.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ანსამბლ „ჭვანას“ ხელმძღვანელი ტარიელ ბოლქვაძე და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჯოლბორდი.
ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა პროექტის ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე