კანონპროექტი"აკვაკულტურის შესახებ“

30 ოქტომბერი 2019, 17:43 120 ნახვა

კანონპროექტი"აკვაკულტურის შესახებ“

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებზე ვსაუბრობთ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას და აღნიშნულ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, აკვაკულტურის ობიექტების საქმიანობის მოწესრიგებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მრავალი სხვა პრობლემის გადაჭრას.
რა რეალობა გვაქვს აკვაკულტურის განვითარების თვალსაზრისით დღეს აჭარაში და რას შეცვლის ახალი კანონპროექტი----ამ თემაზე ვისაუბრეთ დღევანდელ გადაცემაში
"კონტაქტის" სტუდიაში მოვიწვიეთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე. კანონპროექტის განხილვას თბილისში ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გაიმართა.