ბათუმის ქალთა კამერული გუნდი

24 ოქტომბერი 2019, 18:59 122 ნახვა

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი

დღევანდელ გადაცემაში ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერულ გუნდზე ვისაუბრეთ, რომელიც უკვე ორ ათეულზე მეტ წელს ითვლის და დაარსების დღიდან გამოირჩევა მრავალფეროვანი რეპერტუარით და შესრულების ორიგინალური მანერით ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წვლილი საგუნდო -სასემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
გუნდის შემოქმედებითი ბიოგრაფია საკმაოდ მდიდარია კონკურსებით, ფესტივალებით. რამდენიმე დღის წინ ქალთა კამერული გუნდი დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც აბუ -გოშის ვოკალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალი წელს 56-ედ გაიმართა და აღსანიშნავია, რომ ბათუმის ქალთა კამერული გუნდი თავისი არსებობის მანძილზე პირველად ეწვია ისრაელს.
"კონტაქტის" სტუმრები იყვნენ ბათუმის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია და დირიჟორი გელა ვადაჭკორია.