ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში

17 ოქტომბერი 2019, 18:12 223 ნახვა

ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში

ნარჩენების მართვის საკითხი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა
მის გადაჭრას წამყვანი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ცდილობენ და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ.
უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრდა ტერმინი – ნარჩენების მართვა. იგი მოიცავს ნარჩენების შეგროვების, რეციკლირების და ასევე მათი რაოდენობის შემცირების ღონისძიებებს.
ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. ექსპერტების აზრით, სწორედ საზოგადოების მონაწილეობა და მისი გააქტიურება ამ პრობლემის გადაჭრაში ძალიან მნიშვნელოვანია.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე "ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში" , მას თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ახორციელებს

ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის მენეჯერი ელზა ლემსაძე და მოხალისე ნინიკო ბერიძე