ახალი სასწავლო წელი და ახალი გამოწვევები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში

23 სექტემბერი 2019, 19:24 226 ნახვა

ახალი სასწავლო წელი და ახალი გამოწვევები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სფეროს ეთმობა.
დღეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამას წინ უძღოდა 9 სექტემბერს ქალაქის ცენტრში, ვაჟა ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარე ისტორიულ შენობაში უნივერსიტეტის ახალი კორპუსის გახსნა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ერთდროულად მიმდინარეობს სწავლება თეატრის, კინოს, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ახალ კორპუსში ყველა ფაკულტეტი ერთ სივრცეშია განთავსებული და სხვადასხვა მიმართულების სასწავლო პროგრამებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
რა გამოწვევების წინაშეა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მათ საპასუხოდ რა რესურსი გააჩნია- ამ თემაზე
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ვაჩეიშვილი.