შენი იდეა ბათუმს

27 ივნისი 2019, 17:42 284 ნახვა

შენი იდეა ბათუმს

#შენი იდეა ბათუმს
პროექტი, რომელზეც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ ბათუმელებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ქალაქის ხვალინდელი დღის დაგეგმვასა და ბიუჯეტის მიზნობრივ განკარგვაში. საინტერესო იდეებისა და ინიციატივების რეგისტრაციის პროცესი 10 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც წარმოდგენილი პროექტებიდან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ 10 შეარჩია . ამჟამად ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს და რომელი სამი პროექტი იქნება გამარჯვებული, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ.

#პროექტზე სასაუბროდ "კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ კახა გუჩმანიძე- ბათუმის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და აკაკი გვიანიძე- ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი