ფიჭვის ხის მასიური ხმობა საქართველოში, წიწვოვნების პრობლემები ჩვენს ქვეყანაში

13 მაისი 2019, 14:52 1294 ნახვა

ფიჭვის ხის მასიური ხმობა საქართველოში, წიწვოვნების პრობლემები ჩვენს ქვეყანაში

აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე  თბილისსა და მის შემოგარენში წიწვოვანი ხეები, დიდი ხანია, ხმება. გარემოს და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში, ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად მუშაობენ. თუმცა სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებენ,. მსგავსი პრობლემები არსებობს საქართველოს სხვა რეგიონების ტყეებში, ასევე პრობლემა იყო ბათუმის ბულვარში, მ აგრამ საბედნიეროდ ასე, რომ ვთქვათ რაღაცნაირად ბუნებრივად შეჩერდა ჩვენს ბულვარში ინტენსიური ხმობის პროცესი. რითაა გამოწვეული ხეების ხმობა და რა ბერკეტები გააჩნია ამ პრობლემასთან საბრძოლველად გარემოს დაცვის ექსპერტი, სპეციალისტი  ნინო სულხანიშვილი ისაუბრებს დრეს გადაცემაში.