ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვში

19 დეკემბერი 2016, 00:00 14555 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან. რამდნიმე წუთის წინ ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაზიანდა ბათუმი ქობულეთის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსიც, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ორი მამაკაცი, თვითმხილველების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა,  ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში