შეფერხება საბაჟოზე_მძღოლების პროტესტი

06 მაისი 2016, 00:00 3231 ნახვა

მძღოლებმა სარფის გამშვებ პუნქტზე რიგები გააპროტესტეს. მათი თქმით, თურქი მებაჟეები, მხოლოდ მათი ქვეყნის ნომრებიან ავტომანქანებს ატარებენ, ქართველ მძღოლებს კი ახსნა-განმარტების გარეშე უკან აბრუნებენ. აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები ფეხით მოსიარულეებსაც ექმნებათ. მძღოლების პროტესტს შემოსავლების სამსახურში გამოეხმაურნენ. უწყების ინფორმაციით, შეფერხება თურქული მხარის მიზეზით მოხდა. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში