სახალხო დამცველის განცხადება

24 ოქტომბერი 2016, 00:00 2090 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნის ხელის შეშლის ფაქტზე, 2016 წლის 19 სექტემბერს გამოიტანილ გადაწყვეტილებაში, ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოების მასალებს დაეყრდნო  - განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარეს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს დაევალათ ქობულეთში მდებარე ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა. მოპასუხე ფიზიკურ პირებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი