რეაგირება ვიდეომასალებზე

24 ოქტომბერი 2016, 00:00 2836 ნახვა

საარჩევნო კომისიების წევრების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალებთან დავაშირებით სასამართლო იმსჯელებს. რეაგირებისთვის მათ ბათუმის საარჩევნო ოლქმა მიმართა. ადმინისტრაცია სამი საარჩევნო სუბიექტის ოთხი წარმომადგენლის დაჯარიმებას ითხოვს. ბათუმის 79-ე ოლქმა გავრცელებული ვიდეო-მასალების შესწავლის საფუძველზე დაასკვნა,  რომ ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის,  “უსუფაშვილი რესპუბლილების” და “ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგნლები, სულ ოთხი პირი, ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდა, ამომრჩევლის კაბინასთან იღებდა ხმის მიცემის პროცესს და მიცემული ხმებს თავად ათავსებდა კონვერტში-ყველა ეს ქმედება ოლქმა შეაფასა კანონდარღვევად, მაგრამ რადგანც ოლქს უფლება არ აქვს პარტიის მიერ დანიშნული უბნის კომისიის წარმომადგნლებს  უფლებამოსილება შეუწყვიტოს,  ამიტომ სარჩელით მიმართა სასამართლოს.  გარდა ამისა დაკავებული თანამდებობიდან 46 უბნის კომისიის თავმჯდომარე. ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ შეისწავლა საარჩევნო კომისიების წევრების  პარტიულ ოფისში ყოფნის საკითხიც, შედეგად ერთს მიეცა გაფრთხილება ორმა კი საკუთარი სურვილით დატოვა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა.

ამავე კატეგორიაში