აჭარაში შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქი და უსიმპტომოა - ამირან გამყრელიძე 

16 სექტემბერი 2020, 16:05 1609 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში და მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ​ ჰოსპიტალებზე ზეწოლა იზრდება და ამიტომ უსიმპტომო ადამიანების სახლში ან საკარანტინო სივრცეში მართვა შესაძლებელია.

''უკვე მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობა. ასევე, ჩვენ შემოვიტანეთ საკარანტინო სივრცეში მართვის. რადგან აქამდე, ივლისამდე შედარებით ცოტა შემთხვევა გვქონდა, ყველას ვმკურნალობდით სტაციონარში, მაგრამ დღეს უკვე, როცა შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ჰოსპიტალებზე ზეწოლა იზრდება. უსიმპტომო ადამიანების სახლში ან საკარანტინო სივრცეში მართვა შესაძლებელია, ეს არ ვრცელდება ბავშვებსა და 65 წელს ზემოთ მოხუცებზე. მათი სახლში ან კარანტინში მართვა არ იგეგმება.

საავადმყოფოში შესული პაციენტი პირველი ორი დღის განმავლობაში გაივლის სრულ გამოკვლევას, რაც აუცილებელია, მესამე-მეოთხე დღეს, ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება უკვე გადავიდეს საკარანტინო სივრცეში. მას წამლით მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება. მხოლოდ დაკვირვება სჭირდება. ასევე, მეორე ალტერნატივაა, რომ უსიმპტომო და მსუბუქმა პაციენტებმა მართვის კურსი ჩაიტარონ თავიანთ სახლებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში