ენმ მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

10 სექტემბერი 2020, 14:03 967 ნახვა

წყლისა და კანალიზაციის სისტემის პროგრამის გაუქმებას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე. ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება - რაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის თქმით, მოსახლეობას მდგომარეობას გააუარესებს.

გიორგი კირთაძე ასაჯაროვებს  დოკუმენტს და ამბობს, რომ ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის სასესხო შეთანხმების შეწყვეტაზე მუშაობის პროცესში, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერიას შენიშვნები არ ჰქონია. დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს. მერიაში ჯერ საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში