„ღამის სერენადები“ დაიწყო

28 აგვისტო 2020, 10:09 262 ნახვა

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა. გუშინ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გამართული კონცერტი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო უჩვეულოდ ჩატარდა, საღამოს დარბაზში მაყურებელი არ ჰყავდა თუმცა შესაძლებლობა ჰქონდათ კონცერტისათვის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი. ფესტივალის პირველი დღე  ცნობილ ქართველ კომპოზიტორის და პედაგოგის – სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში