ლელო კანდიდატებს ასახელებს

12 აგვისტო 2020, 20:15 1620 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტიის ღონისძიება მცხეთაში გაიმართა.

ბათუმის მაჟორიტარობისთვის ირაკლი კუპრაძე, ქობულეთის პაატა ცივაძე, ხოლო ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარობისთვის ჯამბულ ხოზრევანიძე იბრძოლებს.

„ლელო“ არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. - ასე მიმართა შეკრებილებს პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში