არასრულწლოვანის ოჯახის განცხადება

31 ივლისი 2020, 20:12 1104 ნახვა

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან ბრალდებულების ოჯახის წევრები. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ ოჯახს პრეტენზია მირიან ნიკოლაძის მისამართით აქვს, ნიკოლაძე ტოიოტას მარკის ავტომობილის 6 მგზავრისთვის ითხოვს მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებას სწორედ ამ ავტომობილით ფიგურირებს საქმეში ზ.ხ. - ც. არასრულწლოვნის მამის განცხადებით, თუ ნიკოლაძეს რეალურად უნდა სიმართლის დადგენა მაშინ განსასჯელთა სკამზე რეალური დამნაშავეები უნდა ისხდნენ და არა შემთხვევითი პატიმრები. ისინი სიმართლის დადგენას ითხოვენ, ამბობენ რომ ე.წ. ხიდის ინციდენტში მათი ოჯახის წევრს მონაწილეობა არ მიუღია და ტერიტორიაზე მეგობრის თხოვნით მივიდა, რომელსაც მანამდე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.  მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ თუ ვინმე ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას გამოძიებას უნდა მიაწოდოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში