სასმელი წყლით მოვიწამლეთ, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი - აქცია შარაშიძის ქუჩაზე

17 ივლისი 2020, 14:20 6548 ნახვა

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ხუთი დღეა მოქალაქეები სასმელი წყლით იწამლებიან.   

მათ ეჭვი აქვთ, რომ ქსელი დაზიანებულია და  წყალი დაბინძურებული. ამბობენ, რომ დასახლებაში რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს და რამდენიმე ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. 

ადგილობრივებმა დღეს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაკეტეს და პრობლემის მოგვარება პროტესტის ამ ფორმით მოითხოვეს.

''შარაშიძის 13 ნომერში წყლით მოვიწალეთ მთელი უბანი და ''ბათუმის წყალი'' არ იღებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მრიცხველები არ გაქვთ დაყენებულიო. გვესაჭირობა დახმარება.​ დაწამლულები და გაუბედურებულები ვართ. ორსართულიან ბინაში სამი ორსული ვართ, ასევე ბავშვები'' - უთხრა მაუწყებელს აქციის ერთ-ერთმა  მონაწილემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც სამედიცინო კუთხით დახმარება დაჭირდება, კლინიკაში გადაიყვანენ და მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ.

ადგილზე ამ წუთებში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. სპეციალისტები წყლის სინჯებს იღებენ.

კომპანია "ბათუმის წყალში" აცხადებენ, რომ შარაშიძის ქუჩაზე მათ ქსელი არ აქვთ, შესაბამისად აღნიშნული მოსახლეობა არც მათი აბონენტია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი