შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

15 ივლისი 2020, 11:33 2600 ნახვა

შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითაა გამორჩეული. 

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

​დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები.

კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება.

დანარჩენ 42 ჰექტარზე კი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტიდან შემოტანილი სხვადასხვა ხემცენარეა წარმოდგენილი.

დენდროლოგიური პარკში შესვლა და დათვალიერება უფასოა.

პარკი ღიაა სტუმრებისთვის კვირაში ხუთი დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში