სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება - სახალხო დამცველი შაქარაშვილის საქმეზე

14 ივლისი 2020, 10:38 931 ნახვა

სახალხო დამცველი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

ომბუდსმენის აპარატი განცხადებით,  ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობისთვის სახალხო დამცველის ჩართულობას.

უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში  17-ვე ბრალდებული უკვე მოინახულეს.

''სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორეს მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას'' - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი