რამდენიმე სანტიმეტრი კორპუსებს შორის - ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი

11 ივლისი 2020, 18:02 3439 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის 26 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის გვერდით  მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ.  ამბობენ, რომ  მანძილი კორპუსებს შორის   50  სანტიმეტრია, რის გამოც მათ ფანჯრები ჩაუბნელდათ.  

მოსახლეობა მშენებარე სახლის დემონტაჟს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში  მერიასთან აქციას  აანონსებს.  

სამშენებლო  კომპანიაში ადგილობრივების პრეტენზიებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ  მშენებლობა კანონიერია და სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში