მასწავლებლობის მსურველები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ

09 ივლისი 2020, 13:17 1136 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 9 ივლისს, 12:00 საათიდან შეუძლიათ.

ბარათის ამოსაბეჭდად, გამოცდებში მონაწილე უნდა შევიდეს პირად სარეგისტრაციო სივრცეში ვებგვერდზე: ONLINE.NAEC.GE და დააჭიროს ბმულს „დაბეჭდე შენი საგამოცდო ბარათი“.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.​

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2168

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში