თელავის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

09 ივლისი 2020, 00:21 316 ნახვა

თელავის საკრებულოს დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი ქართული ოცნებიდან, სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

დეპუტატს ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. 

გამოძიების ინფორმაციით, გრემელაშვილი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით, მეუღლესა და შვილებს "ტეტეს" სისტემის პისტოლეტით დაემუქრა და ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში