კორუფციის შემცირებამდე კონგრესი ითხოვს საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს

07 ივლისი 2020, 18:11 1320 ნახვა

მორიგი სიგნალი აშშ-დან, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დისკუსიის და კამათის საფუძველი გახდა, სენატში მიღებული საკანონმდებლო ინიციტივით, საქართველომ 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება უნდა მიიღოს, თუმცა ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ ამ თანხის 15 პროცენტი ქვეყანამ შეიძლება ვერ მიიღოს, თუ დადასტურდა მათი ეჭვი საქართველოში კორუფციის დონის გაზრდის თაობაზე.

ოპოზიციისთვის ეს ხელისუფლების კრიტიკის კიდევ ერთ საფუძველად იქცა, მმართველ გუნდში კი ოპონენტების განცხადებას აბსურდულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემა არ დგას და დახმარებების მიღებაზე პრობლემა არ შეიქმნება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში