შუახევში, სოფელ გომარდულში ჯაყელების 7 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

05 ივლისი 2020, 20:57 852 ნახვა

გუშინ საღამოს საცხოვრებელში გაჩენილმა ხანძარმა შენობა დამხმარე ნაგებობასთან ერთად გაანადგულა. ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შუახევის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, კომისიის შესწავლისა და სპეციალური დოკუმენტაციის მომზადების შემდგეგ ოჯახს დაზარალებულებს მთავრობის ბიუჯეტიდან დაეხმარებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 188 მუხლით დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში