პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

02 ივლისი 2020, 15:09 259 ნახვა

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები  მეორე მოსმენით  დამტკიცდა. დღეს კანონპროექტს სამით  მეტმა,  94  დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  დღესვე ცვლილებებს მესამე მოსმენითაც უყრიან კენჭს. სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. უმცირესობა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.  

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ეუთო ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციების  საფუძველზე შედის.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში