აეროპორტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა

10 ივნისი 2020, 14:23 1745 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ:

➤ ტერმინალში მგზავრთა მომსახურების სივრცეების მარკირება, აგრეთვე, მოსასვენებელი სავარძლების ნაწილის ანულირება სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

 

➤ მგზავრთა თერმული სკრინინგი გამგზავრებამდე (სიცხის გაზომვა);

 

➤ პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

 

➤ სივრცეების რეგულარული დასუფთავება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

 

➤ ხელის ანტისეპტიკური საშუალებების- სანიტაიზერების ხელმისაწვდომობა;

 

➤ მგზავრთა რიგების მართვა სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

 

➤ ავტობუსების დასუფთავება/დეზინფექცია;

 

➤ მგზავრების ინფორმირება მოქმედი ნორმების თაობაზე (ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ) ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

 

➤ COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ბანერებისა და თვალსაჩინოებების  განთავსება ტერმინალში;

სივრცეების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციების შესაბამისად.

საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის  მიზნით გასატარებელი ზოგადი რეკომენდაციებია:

➤ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა აღწერდეს ვირუსის საეჭვო შემთხვევისას რეაგირების ღონისძიებებს;

➤ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ  სამსახურებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა;

➤​ გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში  ნაკადის კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება:

        • მგზავრთა რეგისტრაციის სივრცეებში;

        • საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ადგილებში;

        • სასაზღვრო -საპასპორტო კონტროლის ადგილებში;

        • მოსასვენებელი სივრცეებში;

        • ჩასხდომის დარბაზში, სამგზავრო ხიდებში და ავტობუსებში, როდესაც ჩასხდომა არ ხორციელდება ხიდის მეშვეობით;

       •  ტერმინალის შემოსასვლელსა და გასასვლელში;

       •  საინფორმაციო სამსახურის ზონებში;

        • სალაროების ზონებში;

        • მაღაზიების გარეთ და შიგნით;

        • ბანკების ზონებში;

        • ბარგის შეფუთვის ადგილებში;

        • სამედიცინო პუნქტებში;

         • აფთიაქის ზონებში;

         • კაფე რესტორნების ზონებში;

განსაზღვრეთ  გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).

კომპანია "ტავ ჯორჯიაში" დღეს აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ აეროპორტების ნაწილში სამუშაოები უკვე დასრულებულია, ნაწილში კი უახლოეს დღეებში დასრულდება.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაფერი მზად არის და სამუშაოები დასრულებულია. რაც შეეხება ბათუმს, პროცესი 15 ივნისისთვის დასრულდება, რადგან 5 დღეში შიდა ფრენები იწყება. რაც შეეხება საერთაშორისო ფრენებს, ის პირველი ივლისიდან აღდგება და სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განხორციელდება - აცხადებენ "ტავ ჯორჯიაში".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში