შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სავარაუდოდ 15 ივლისიდან გაიხსნება

02 ივნისი 2020, 15:21 5796 ნახვა

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სავარაუდოდ 15 ივლისიდან გაიხსნება.  არსებული ინფორმაციით, მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ.

პარკში მისულ ვიზიტორებს იქ ფლამინგოები და 45 სახეობის რამდენიმე ასეული ფრინველი და ცხოველი დახვდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ოზურგეთის მერია, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. 

ფოტოები: ბადრი ვადაჭკორია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში