საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო განხილვები იწყება

01 ივნისი 2020, 12:00 1204 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო განხილვა 4 ივნისიდან   დისტანციურ რეჟიმში იწყება. პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა, შესაბამისად შეკითხვების დასმაც მოქალაქეებს დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ.    

ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი საყოველთაო-საჯარო განხილვები სხდომების    ფორმატში, პარლამენტში გადაინაცვლებს.   უკვე ცნობილია,  ოპოზიციის  პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

უმცირესობა ისევ ითხოვს 8 მარტის  შეთანხმების შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.  როგორც იცით წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 ფორმატით უნდა ჩატარდეს.

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში