პოლიციის დღეს წარმატებული პოლიციელები  მედლებით  დააჯილდოვეს

31 მაისი 2020, 15:10 366 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს გადასცა. II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს გადაეცათ.  შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, კი სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს გადაეცა სხვადასხვა სახის ჯილდო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი