საპროტესტო აქცია ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით

27 მაისი 2020, 18:31 1011 ნახვა

რამდენიმე საათია  აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო  აქცია   მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი  რევაზ  წულუკიძისა და ელდარ  ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.   ამბობენ რომ ისინი უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ წარდგენილი  ბრალდება უსაფუძვლოა. აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა    მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო და ამ ეტაპზე არ იციან სამომავლოდ როგორ იმოქმედებენ.   სამართალდამცავებმა ანთაძე და წულუკიძე 7 მაისს ჯგუფურად ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, 9 მაისს კი სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაᲨი დატოვა. ეს უკვე  მეორე აქციაა იმავე მოთხოვნით აჭარის მთავრბის სახლთან. პირველ აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი