საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმებისკენ ვერავის მოვუწოდებთ - პრემიერი

27 მაისი 2020, 17:18 447 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გაუქმებისკენ ვერავის ვერ მოუწოდებს. გიორგი გახარიამ ამის შესახებ დეპუტატ ირაკლი მეზვრიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თუმცა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ჯარიმების ნაწილი გადასახედია. 

დეპუტატი ამბობდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იყო და აინტერესებდა ხომ არ იგეგმებოდა მისი გაუქმება.

''ძაან კარგად მესმის, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს  შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც  რეკომენდაციებმა  ეფექტურად არ იმუშავა.

მინდა  გითხრათ, რომ დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადსხვა სახის  სერიოზული შეზღუდვა იყო 9000.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და  არავინ არ იცის  ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ  აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს  იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებისკენ.

ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს ყველას, რამეთუ შემდგომ პერიოდში პრევენციის შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ჯარიმების გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ.  თუმცა ასევე კარგად გვესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივა და მითითებას, მითუმეტეს დირექტიულს ვერ მივცემთ'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი