8 ივნისიდან საქართველოში სასტუმროები გაიხსნება

27 მაისი 2020, 11:34 1723 ნახვა

პრემიერ მინისტრმა დღეს კიდევ ერთი შეზღუდვის მოხსნის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 ივნისიდან საქართველოში სასტუმროები გაიხსნება. გიორგი გახარიას თქმით, მათ ნებართვები დასჭირდებათ. უფრო მეტი დეტალის შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

''8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯის შემდგომ აუცილებელი პირობაა, შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად უახლოეს პერიოდში გამცნობთ მთავრობის ადმინისტრაცია'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ასევე 8 ივნისიდან იხსნება ყველა ტიპის რესტორანი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში