თალიბებმა 3 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

24 მაისი 2020, 18:39 1150 ნახვა

თალიბებმა, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. „ისლამური საემიროს“ ყველა მოჯაჰიდმა მიიღო დავალება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მტრის წინააღმდეგ თავდასხმითი ოპერაცია არ განახორციელოს,“ - განაცხადა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა.

ავღანეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმა და შეიარაღებულ ძალებს თალიბების წინააღმდეგ ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.„თალიბანის“ გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიესალმა და განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა ავღანეთის სასარგებლოდ და ავღანელების უსაფრთხოებისთვის ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი