რეაქციები და შეფასებები მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე

08 მაისი 2020, 20:11 1675 ნახვა

საქართველომ უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გამოიძახა. საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ უკრაინის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად პარტნიორ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაწყდება, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მიერ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობა კითხვებს აჩენს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნაზე მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს უფრო მეტ განმარტებებს საჭიროებს.

უკრაინის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკა, ერთი კონკრეტული ქვეყნის საქმეა და სხვა სახელმწიფოს ლიდერები მასში არ უნდა ერეოდნენ. ზელენსკის თქმითვე, სააკაშვილის კი, როგორც რეფორმატორის ფორმულა მსოფლიოსთვის ცნობილია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ახალი თანამდებობა თავისი პარტიის წევრებისთვის, განვითარების წარმატებისა და სიმდიდრის საფუძველია. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში