ბათუმში ორი ახალი ინფიცირებული დედა-შვილია, ბავშვი 10 წლისაა - ზაალ მიქელაძე

09 აპრილი 2020, 21:09 4952 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაცით, ბათუმში კორონა ვირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის ინფექცია, თურქეთიდან შემოსულ დედა-შვილს დაუდასტურდა. ისინი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ.

"ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ეს არის ერთი ოჯახის წევრები. დედა და შვილი. დედა 40 წლის, ბავშვი 10 წლამდე, რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ თურქეთიდან და იყვნენ საკარანტინე ზონაში.

მინისტრის ინფორმაციით, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა და დღეს გადაგზავნილ 35 ანალიზში მათი მონაცემებიც შედიოდა.

"დედა-შვილი კიდევ ოჯახის ორ წევრთან ერთად იმყოფებოდა, ისინიც საკარანტინე ზონაში არიან და მათაც ჩაუტარდებათ კვლევა. რაც შეეხება ინფიცირებულ დედა-შვილს, მათ პირველ ეტაპზე მხოლოდ ტემპერატურული ცვლილება ჰქონდათ, სხვა კლინიკური ნიშნები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა. საავადმყოფოში ჩაუტარდებათ დეტალური კვლევები და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხვალ უფრო დეტალურად ექიმები გვეტყვიან"- აცხადებს მინისტრი.

პაციენტები უკვე გადაყვანილები არიან ბათუმის მედალფას კლინიკაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში