ევროკავშირი საქართველოს covid-19-თან საბრძოლველად 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

09 აპრილი 2020, 10:30 1690 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერზე“ წერს და შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს.

აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს. დახმარებას მიიღებენ ასევე  სომხეთი, აზერბაიჯანი,  ბელარუსი,  მოლდოვა, უკრაინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში