რამდენ მგზავრს შეუძლია, ერთდროულად ერთი ავტომობილით გადაადგილება?

31 მარტი 2020, 14:46 1483 ნახვა

როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს, რომ  ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი“,- განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

 მისი თქმით, ცხელ ხაზზე - 144 შევიდა საკმაოდ ბევრი შეტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მსუბუქი ავტომობილებით როგორ უნდა გადაადგილდნენ დღის მანძილზე მოქალაქეები, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში. მთავრობის დადგენილება, ახალი რეგულაციები, გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციები და გუშინ, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და მეც კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აკრძალვების მიხედვით, 3 ადამიანზე მეტი ავტომანქანაში ვერ იჯდება“, -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით,  ეს ყველაფერი გარკვეულ უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მო ქალაქეებს ექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ და ისევ მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად - აღნიშნა მეზვრიშვილმა. 

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს 3,4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე.გამონაკლისი იქნება ესეთი შემთხვევები, მათ შორის დასაშვებ ფარგლებში გადაადგილებაც. კარგი იქნება, თუ გადაადგილებებით არ დავკავდებით და მაქსიმალურად დავრჩებით სახლში“, -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში