„ვიზეარი“ იტალიის მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს - უნგრული მედია

27 თებერვალი 2020, 16:20 648 ნახვა

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air 11 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, იტალიის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ავიაკომპანიის ვებსაიტზე 11 მარტიდან უკვე აღარ იძებნება რეისები, რომლებზეც ბილეთის ყიდვაა შესაძლებელი.

უნგრული მედიის ინფორმაციით, რომის, ბოლონიის, კატანის, ნეაპოლის, მილანისა და ბარის მიმართულებით ბილეთები არ დაიჯავშნება. რაც შეეხება მილანს, მხოლოდ ერთი რეისი დარჩება.

მილანი: 12 მარტიდან 2 აპრილის ერთი რეისი, მხოლოდ პარასკევ დღეს შესრულდება.

რომი: 18 მარტიდან 25 მარტამდე მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი შესრულდება.

ბოლონია: 17 მარტიდან 24 მარტამდე ერთი რეისი.

ბარი: 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმებულია სამივე ფრენა.

ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ პერიოდის ბილეთები კომპანია განრიგის ცვლილებას ან გადახდილი თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ფრენების შეჩერების მიზეზი, ამ მიმართულებით მოთხოვნის მკვეთრი შემცირება გახდა. 

 

განახლება: ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში