ქობულეთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

27 თებერვალი 2020, 18:56 8973 ნახვა

ქობულეთში დაჭრილი 30 წლის მამაკაცი, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში მოქალაქეებმა შეიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია უტარდებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მედიკოსები აცხადებენ, რომ  კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

მამაკაცს ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.  შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ორი საათის წინ მოხდა.  როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა პირმა შენობიდან სანადირო იარაღი გამოიტანა და მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა. 

ამ დრომდე არ არის დაკავებული ბრალდებული, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში