კლინიკაში რჩება ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

25 თებერვალი 2020, 10:46 1592 ნახვა

ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში სხვა მგზავრების მოთხოვნით გადაიყვანეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მედიკოსების თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა. შანხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 3 პირი აგრძელებს მკურნალობას საკითხზე კომენტარი ნახევარ საათში გაკეთდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში