"ჩემთვის არ არის ამოსავალი წერტილი, ოხანაშვილის კოლეგა გავხდე" - მელია მანდატის აღდგენას საკონსტიტუციოში ითხოვს

14 თებერვალი 2020, 22:56 1749 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითი განხილვა  მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ დასრულდა.

საქმე ეხებოდა  ნიკანორ მელიას სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ  პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღება იჩქარა და დროზე ადრე შეუჩერა სადეპუტატო უფლებამოსილება.  ნიკა მელიას პოზიციით, დეპუტატებს  მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეეწყვიტათ მისთვის უფლებამოსილება, თუ ის სასამართლოს ყველა ინსტანციაში გამტყუნდებოდა. რ

თავად ნიკანორ მელია ,ასევე მის უფლებადამცველებს მოლოდინი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის  გადაწყვეტილება იქნება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული და უკანონოდ ჩამორთმეულ სადეპუტატო მანდატს მელიას აღუდგება.

,,საკონსტიტუციო სასამართლომ აპრიორში ჩვენი თვალთახედვით უნდა მიიღოს ერთადერთი ჭეშმარიტი გადაწყვეტილება და გააუქმოს საქართველოს პარლამენტის არაკონსტიტუციური და პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილება" - აცხადებს ნიკა მელიას უფლებადამცველი, კონდახიშვილი.


,,საქართველოს პარლამენტისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო,  საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, იმასთან დაკავშირებით თუ როდის ითვლება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შესულად. საქართველოს პარლამენტმა იჩქარა, ის უნდა დალოდებოდა ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხოლდო ამის შემდგომ ემსჯელა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა შექმნა პარლამენტმა" - განაცხადა გიორგი გოცირიძემ ( საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი).


,,ჩემთვის არ არის ამოსავალი წერტილი გავხვდე ანრი ოხანაშვილის კოლეგა, ახლა პოლიტიკის კეთება, რეალურად მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, პარლამენტში არ მიმდინარეობს.“ - ამბობს ნიკა მელია.
საკონსტიტუციო სასამართლო ცნობს თუ არა არაკონსტიტიუციურად პარლამენტის აღნიშნულ დადგენილებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეებს ელექტრონულად რამდენიმე დღეში მიაწვდის.

სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში