პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს

13 თებერვალი 2020, 18:23 1094 ნახვა

ამჯერად გაერთიანებულმა ოპოზიციამ პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ფორმატში იმსჯელა ლეიბორისტული პარტიის ოფისში.   სპეციალური დოკუმენტი მიიღეს, რომელიც როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნებათ. განცხადებები გააკეთეს ნიკა მელიაზეც. ოპოზიციაში "საშიშ სიგნალს" უწოდებენ პროკურატურის მიერ ბანკი "ქართუს" საქმეზე  მელიას წინააღმდეგ გამოტანილი სარჩელის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.

არიან თუ არა გიგი უგულავა და ნიკა მელია დამნაშავეები- ეს ერთი საკითხია, ოპონენტები ხაზს უსვამენ დამთხვევას, თუ როდის გაახსენდა ხელისუფლებას ოპოზიციური ლიდერების ბრალეულობა. ისინი პროცესს მათი გაჩუმების მცდელობად აფასებენ.  მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, მათთვის გაუგებარია ოპოზიციის პრეტენზიები ამ საკითხზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში