ქედის 9 საბავშვო ბაღში მესამე დღეა სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს

12 თებერვალი 2020, 11:13 307 ნახვა

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო ქედის 9 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მესამე დღეა არ მიმდინარეობს. მშობლებმა ბაღში აღსაზრდელები არ მიიყვანეს. მუნიციპალიტეტში ძლიერი ყინვის გამო, გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. მოყინულია ცენტრალური მაგისტრალიც. რამდენიმე სოფელში შეფერხებით მუშაობს სკოლის მიკროავტობუსი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 9 ერთეული ტექნიკა შიდა სასოფლო გზების მიმართულებით გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში