ბრაიტონში კლინიკა კორონავირუსის საფრთხის გამო დაიხურა - თანამშრომელს ვირუსი დაუფიქსირდა

10 თებერვალი 2020, 17:59 1664 ნახვა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრაიტონში GP Practice (სამედიცინო დაწესებულება) დროებით მას შემდეგ დაიხურა, რაც თანამშრომლის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Country Oak ის სამედიცინო ცენტრის პაციენტებს აფრთხილებენ, რომ თუ რაიმე ეჭვი გაუჩნდებათ ვირუსთან დაკავშირებით, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ NHS (ნაციონალურ ჯანდაცვის სერვისს).

ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 8 ადამიანია დაავადებული, თუმცა ჯანდაცვის დეპარტამენტმა მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ”სერიოზული და გარდაუვალი საფრთხე” უწოდა. ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთისთვის ვირუსის გავრცელების რისკი ”ზომიერად” ფასდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში