ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

03 თებერვალი 2020, 13:04 6215 ნახვა

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე ავტოავარიის დროს ქვეითი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.  (შესწორება14:00 საათი - გარდაცვლილ ახალგზარდა მამაკაცზე ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოგვაწოდა, მოგვიანებით, ექსპერტიზის შედეგად გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილი, რომელსაც სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, 81 წლის ქალი იყო). 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში აცხადებენ, რომ ქვეითი გარდაცვლილი დახვდა. სამედიცინო დახმარების ცენტრში თქვეს, რომ ცხედარი  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი